|
2025-04-04 10:46:18, 827 ნახვა
სამართალი
შსს-მ თაღლითობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 1991 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარებული მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა რომ, დაზარალებულ ცოლ-ქმარს სურდათ, სუროგაციის გზით ჰყოლოდათ შვილი, რისთვისაც მათთვის ნაცნობ ა.კ.-ს დაუკავშირდნენ. შეთანხმებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბრალდებულმა ისარგებლა მათი ნდობით, უთხრა, რომ მოიძია ორი სუროგატი დედა, დაარწმუნა რომ დაიბადნენ მდედრობითი სქესის ახალშობილები, რომლებსაც შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც დამატებით, ვითომდა მათი მკურნალობის მიზნით გამოსძალა დიდი ოდენობით თანხა. ზარალმა ჯამში 310 ათასი ლარი და 15 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.კ. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ინფორმაციას შსს ავრცელებს
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)