|
2025-04-03 19:51:03, 851 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა მოლდოვის არჩევნებში ხმების მოსყიდვისთვის €200 მილიონი დახარჯა
მოლდოვის პრემიერმინისტრის, დორინ რეჩანის თქმით, რუსმა აგენტებმა დაახლოებით 200 მილიონი ევრო, მოლდოვის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 1%-ის ეკვივალენტი, დახარჯეს გასულ წლის საპრეზიდენტო არჩევნებსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე გამართულ რეფერენდუმში ხმების მოსასყიდად. რეჩანის განცხადებას Reuters ავრცელებს. "კრემლის აგენტებმა ხმების მოსყიდვის მასობრივი კამპანია წამოიწყეს და დაახლოებით 200 მილიონი ევრო - მოლდოვის მშპ-ს თითქმის 1% - დახარჯეს ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის". - თქვა რეჩანმა კიშინიოვში გამართულ ბრიფინგზე. მოლდოვის პრემიერმინისტრის კომენტარი უკავშირდება გაერთიანებული სამეფოს მიერ პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაცია Evrazia-ს დასანქცირებას. რეჩანის თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია პასუხისმგებელია მოლდოვის რეფერენდუმის გაყალბებისა და დემოკრატიის დესტაბილიზაციის მცდელობაში. მოლდოვას მოსკოვი რამდენჯერმე დაუდანაშაულებია პირად ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩართვაში, რათა პოსტსაბჭოთა ქვეყანა საკუთარ ორბიტაზე დატოვოს და ხელი შეუშალოს მოლდოვის გაწევრიანებას ევროკავშირში 2030 წლისთვის. მოსკოვი კიშინიოვის ბრალდებებს უარყოფს და მთავრობას აკრიტიკებს. მოლდოვის სამართალდამცავ ორგანოებს აქამდეც უთქვამთ, რომ რუსეთის მცდელობები, მოესყიდა მოლდოველი ამომრჩევლები პრორუსი ოლიგარქის, ილან შორისა და მისი მხარდამჭერების ძალისხმევით ხორციელდებოდა. შორი ამ ბრალდებებს უარყოფს. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქცირებულ ორგანიზაცია Evrazia-ს სწორედ ილან შორი აკონტროლებდა. მოლდოვის საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზეა ჩანიშნული. როგორც Reuters წერს, საპარლამენტო არჩევნები მოლდოვის პროევროპული მთავრობის პოპულარობის განმსაზღვრელი ტესტი იქნება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)