|
2025-04-03 18:04:41, 1098 ნახვა
სამართალი
ნონა ქურდოვანიძემ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, “ქართული ოცნების“ მიერ მიღებული “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ფარგლებში ფიზიკურ პირებს, შესაძლოა, “მეილების“ მიმოწერაზე კონტროლი დაუწესდეთ. ქურდოვანიძემ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით განმარტება სოციალურ ქსელში გააკეთა. “აი, რა კანონი მიიღო ,,ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. FARA-ს სახით: “საქართველოში მყოფმა ყველა იმ პირმა, რომელიც უცხოური პრინციპალის აგენტია და ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ კანონის თანახმად, უცხოური პრინციპალის ინტერესების შესაბამისად რაიმე საინფორმაციო მასალის ფოსტით ან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ან საგარეო ვაჭრობის საშუალებების ან სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, ნაბეჭდი მასალის ან ისეთი ფორმით გავრცელებისას, რომელიც გულისხმობს, რომ ის გავრცელდება ან გონივრულ ფარგლებში ივარაუდება, რომ გავრცელდება ორ ან ორზე მეტ პირს შორის, ანტიკორუფციულ ბიუროს ამ საინფორმაციო მასალის გავრცელებიდან არაუგვიანეს 48 საათისა მისი 2 ეგზემპლარი უნდა წარუდგინოს". ანუ დარეგისტრირებულ პირს, მათ შორის, ფიზიკურ პირს, შეიძლება, მეილების მიმოწერაზეც კონტროლი დაუწესონ თუ ადრესატი 2-ზე მეტი პირია. ეს ნიშნავს იმას, რომ მეილის რამდენიმე ადრესატთან გაგზავნამდე, მისი დრაფტი რაჟდენ კუპრაშვილს 2 ეგზემპლარად უნდა გაეგზავნოს“, - წერს ნონა ქურდოვანიძე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)