12:19 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 18:01:03, 706 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - ეუთო/ოდირს თუ რაიმე პრეტენზია აქვს, შეუძლიათ, ამერიკულ მხარეს მიმართონ

ეუთო/ოდირს თუ რაიმე პრეტენზია აქვს, შეუძლიათ, ამერიკულ მხარეს მიმართონ. ჩვენ კანონის სრული ანალოგი გადმოვიღეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ გაცილებით მკაცრია, ვიდრე ადრე მიღებული ქართული კანონი.

„ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის გაცილებით მკაცრი, დრაკონული იმასთან შედარებით, რა კანონიც ჩვენ მივიღეთ. ქართული კანონი ექვსგვერდიანი იყო, რომელიც მხოლოდ დეკლარაციას ითხოვდა და ფიზიკურ პირებს არ ითვალისწინებდა, მით უმეტეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს უფრო მკაცრი კანონია, მაგრამ ამერიკაში თითქმის საუკუნეა, მოქმედებს და არ შეიძლება, ანტიდემოკრატიული კანონი ერთი საუკუნე მოქმედებდეს“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) გუშინ, 2 აპრილს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ODIHR-ი მოუწოდებს ხელისუფლებას, გადახედოს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ განხორციელებას და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებაში დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
Procter & Gamble-მა სანქცირებულ TV იმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics