|
2025-04-03 11:07:21, 471 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის ბიზნესის მინისტრი დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებზე - იმედგაცრუებული ვარ
გაერთიანებული სამეფოს ბიზნესის მინისტრის, ჯონათან რეინოლდსის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერგამოცხადებული ტარიფები საფრთხეს უქმნის გაერთიანებულ სამეფოს, რადგან ის ზიანს მიაყენებს გლობალურ ვაჭრობას. რადიო Times-თან საუბრისას რეინოლდსმა განმარტა, რომ ყველაფერი, რაც არღვევს გლობალურ სავაჭრო სისტემას, წარმოადგენს საფრთხეს გაერთიანებული სამეფოსთვის. „ნებისმიერი ბარიერი ვაჭრობისთვის, განსაკუთრებით გაერთიანებულ სამეფოსა და ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორს შორის, რომელიც შეერთებული შტატებია, ჩემთვის იმედგაცრუებაა. ეს არის გამოწვევა. ვაღიარებ, რომ გაერთიანებული სამეფო უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყანა იმისგან, რაც გუშინ ღამით გამოცხადდა, მაგრამ მე მაინც იმედგაცრუებული ვიყავი“, - აღნიშნა მინისტრმა. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ, საბაზისო 10%-იან ტარიფი გამოაცხადა. ტრამპის გადაწყვეტილებით, 34%-იანი ტარიფი დაუწესდება ჩინეთს, ევროკავშირს - 20%-იანი, ვიეტნამს - 46%-იანი, ტაივანს - 32%-იანი, იაპონიას - 24%-იანი, ინდოეთს - 26%-იანი, სამხრეთ კორეას - 25%-იანი, ტაილანდს - 36%-იანი, შვეიცარიას - 31%-იანი, ინდონეზიას - 32%-იანი, მალაიზიას - 24%-იანი, გაერთიანებულ სამეფოს - 10%-იანი, ისრაელს - 17%-იანი, სამხრეთ აფრიკას - 30%-იანი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)