|
2025-04-02 16:14:22, 1075 ნახვა
სამართალი
ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ ცხრა პირის სასამართლო პროცესი 24 აპრილამდე გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ ცხრა პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. დღეს საქმის არსებითი განხილვა უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სხდომა 24 აპრილამდე გადადო. როგორც მან განმარტა, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა საქმე განსახილველად გუშინ დაეწერა, საქმე არის მოცულობითი, მას უნდა გაეცნოს და ამიტომ, ადვოკატებს სხდომის გადადება შესთავაზა. აღნიშნული პოზიცია ადვოკატებმა არ გაიზიარეს. მათი განმარტებით, სხდომის სხვა თარიღში გადატანა ტექნიკური პროცესის დარღვევაა. გარდა ამისა, სხდომის გადადებამდე ადვოკატებმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს, რომ პროცესი გახსნილიყო და ბრალდებულთა ახლობლებს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა მისცემოდათ. საბოლოო ჯამში, სასამართლო პროცესი მოსამართლემ გადადო და შესაბამისად, სხდომის დასაწყისში ბრალდებულთა ახლობლებს პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ ჰქონიათ. გარდა ამისა, სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრეს დაკავებულთა მშობლებმა. ერთ-ერთი პატიმრის, გიორგი ტერიშვილის დედის, მარინა ტერიშვილის განცხადებით, დაკავებულთა მშობლები დღეს, 21:00 საათზე მათ გეგმებზე განცხადებას გააკეთებენ. „საღამოს, 21:00 საათზე რუსთაველზე გაჟღერდება ყველაფერი, რასაც ვაპირებთ“, - განაცხადა მარინა ტერიშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)