|
2025-04-02 14:23:09, 1145 ნახვა
სამართალი
მამუკა ხაზარაძეს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებით, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორის პოზიციით, არსებობს მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. მიმალვის საფრთხის დასაბუთებისას მან ისაუბრა იმაზე, რომ ხაზარაძე ხშირად კვეთს საზღვარს, ხოლო ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ხაზარაძე შეგნებულად არ მივიდა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და გააზრებულად დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი. პროკურორმა აღნიშნა ისიც, რომ ხაზარაძე წარსულში მსჯავრდებულია. ადვოკატები არ ეთანხმებოდნენ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას. ლევან სამუშიას თქმით, ხაზარაძე კომისიის სხდომაზე იმიტომ არ მივიდა, რომ ის პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს. მისივე პოზიციით, ახალი დანაშაულის და მიმალვის საფრთხეებზე პროკურორის პოზიციები დაუსაბუთებელია. მომდევნო სხდომა 19 მაისს, 13:00-ზე ჩაინიშნა. ხაზარაძის მიმართ სისხლის სამართლის წარმოება საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობის მუხლით მიმდინარეობს. პროკურატურას თეა წულუკიანის კომისიამ მიმართა მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა. პროკურატურას მიმართეს ასევე ბადრი ჯაფარიძის და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგაც. ჯაფარიძისა და ოქრუაშვილისთვის უწყებას ბრალდება ჯერჯერობით არ წარუდგენია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)