|
2025-04-02 09:25:38, 1152 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაში ნატო-ს საკითხი არ არის და არც ყოფილა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმება ნატო-ს საკითხს არ მოიცავს და არც არასდროს მოიცავდა, - ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რაც შეეხება ამ შეთანხმებას და ნატო-ს საკითხს, ნატო-ს საკითხი არ არის და არც ყოფილა ამ შეთანხმებაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, შეთანხმების ახალ პროექტზე ორივე მხარის იურისტები მუშაობენ. შეგახსენებთ, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი მინერალების შესახებ შეთანხმებიდან „უკან დახევაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის დიდი პრობლემები შეექმნება, თუ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს. „ვხედავ, რომ ცდილობს უკან დაიხიოს იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებიდან. თუ ამას გააკეთებს, პრობლემები ექნება - დიდი, დიდი პრობლემები. მას სურს იყოს ნატო-ს წევრი. ვერასდროს გახდება ნატო-ს წევრი. მას ეს ესმის. ასე რომ, თუ შეთანხმებაზე ხელახლა მოლაპარაკებას აპირებს, დიდი პრობლემები ექნება“, - აღნიშნა ტრამპმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)