00:01 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 16:13:51, 699 ნახვა

მსოფლიო
კაია კალასი - რუსეთი უკრაინის აწმყოს ანადგურებს და მომავალს ართმევს

აურაცხელი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.

„ფოტოებიდან, სატელეფონო საუბრების ჩანაწერებიდან და გაშიფრული რადიო სიგნალებიდან ამ ყველაფრის უარყოფა შეუძლებელია. ზუსტად ვიცით, ვინ არიან დამნაშავეები. იმ ტექნოლოგიით, რომელიც დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს, ომის დანაშაულებისთვის დაუსჯელად დარჩენა შეუძლებელია, თუ ჩვენ გამოძიებისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, რადგან ამ ომში შესაძლო ჩადენილი დანაშაულები უბრალოდ დაუჯერებელია“, - განაცხადა კაია კალასმა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების „იძულებითი დეპორტაცია ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია“.

„რუსეთი უკრაინის აწმყოს ანადგურებს და ქვეყანას მომავალს ართმევს“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics