|
2016-03-14 10:11:19, 906 ნახვა
სამხედრო
სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საწყისი საბრძოლო მომზადების განახლებული კურსი დაიწყო
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საწყისი საბრძოლო მომზადების განახლებული კურსი დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წელს საწყისი საბრძოლო მომზადება გაუმჯობესებული პროგრამით განხორციელდება. სასწავლო პროგრამა მორგებულია ქვედანაყოფების მოთხოვნილებებს და მისი შედგენისას გათვალისწინებულია ნატოს სტანდარტები. რეკრუტებს შორის არიან პანკისის ხეობიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლის მსურველი ახალგაზრდებიც. 12:00 საათზე რეკრუტები საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ გადაინაცვლებენ, სადაც მათ 10 კვირის განმავლობაში საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადების გავლა მოუწევთ. კურსის მონაწილეებს მეცადინეობები ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაშიც ჩაუტარდებათ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)