10:29 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 10:02:04, 905 ნახვა

სამართალი
კახეთში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. 

სამართალდარღვევა აღკვეთილია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეძების მიმდებარე ტყეში. კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ შეჩერებული 5 სატვირთო ავტომანქანის ძარაზე, მოქალაქეებს უკანონოდ მოპოვებული დიდი ოდენობით ხე-ტყე ჰქონდათ განთავსებული.

ჯამში ამოღებულია, უკანონოდ მოპოვებული, წიფლის სახეობის 66 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).

სამართალდამრღვევების მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 12 758 ლარია.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს მოწყვლადი და ვიღაცამ გააგოროს
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics