|
2025-03-31 09:04:27, 920 ნახვა
საზოგადოება
დღეს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე მარში გაიმართება
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე მარში გაიმართება. აქცია ლოზუნგით: „დგება ხალხის გაზაფხული“ რუსთაველის გამზირზე არის დაგეგმილი. აქციის ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 20:00 საათზე შეიკრიბებიან. 21:00 საათზე კი საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი. ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ დღევანდელ აქციაზე ოპოზიციასთან ერთად სამოქმედო გეგმის შეთანხმებულ ვარიანტს გააჟღერებს. მან მოქალაქეებს საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე მოუწოდა. „31 მარტი არის ქართველი ხალხის გამოღვიძების დღე, როდესაც, 1991 წელს, საქართველოს მოქალაქეთა 99.08%-მა "დიახ" უთხრა დამოუკიდებლობის აღდგენას და რუსული ბატონობის დასრულებას. და ჩვენს ქუჩაზეც მოდის გაზაფხული. ახალი სიცოცხლით, ახალი ძალებით მოდის ხალხის გაზაფხული”, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გარდა ამისა თბილისში დაგეგმილია, რამდენიმე საპროტესტო მარში. კერძოდ, 19:00 საათზე, სტუდენტები შეიკრიბებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ლოზუნგით: „ჩვენი მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, რის შემდეგაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ. 19:00 საათზე რეფერენდუმისადმი მიძღვნილი მარში დაგეგმილია რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით. 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრთან შეიკრიბებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც, სლოგანით: „კულტურა დამოუკიდებლობისთვის“ „ვუერთდებით საპროტესტო აქციას რუსთაველზე, რათა კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვუთხრათ არა ტირანიას და კი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას!”, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)