21:36 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-30 17:07:50, 941 ნახვა

პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - ხვალ ისტორიული დღეა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს და გააცნობს თავის შეფასებებს

ხვალინდელი დღე არის ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ისტორიული დღე და ამ ისტორიული დღის აღსანიშნავად იკრიბება საზოგადოება - პრეზიდენტი საზოგადოებას მიმართავს და გააცნობს თავის შეფასებებს, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრისას საუბარი სწორედ ხვალინდელ აქციას შეეხებოდა.
„პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ჩვენ ვიკრიბებით საკმაოდ რეგულარულად. ეს არის ის კოორდინაცია, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ხვალინდელი დღე არის ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ისტორიული დღე და ამ ისტორიული დღის აღსანიშნავად იკრიბება საზოგადოება ხვალ. პრეზიდენტი საზოგადოებას მიმართავს, გააცნობს თავის შეფასებებს. ვფიქრობ, ეს თავისთავად ისტორიული დღეა და ჩვენგან მოითხოვს აღნიშვნას. ამავდროულად პროტესტის მნიშვნელოვანი დღეა და ეს არის სწორედ, რაზეც დღეს ვისაუბრეთ”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics