|
2025-03-28 13:32:05, 800 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი - უკრაინის მმართველობა განისაზღვრება უკრაინელი ხალხით და კონსტიტუციით
უკრაინის მმართველობა განისაზღვრება ხალხით და კონსტიტუციით, – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც უკრაინაში გაერო-ს ეგიდით დროებითი მმართველობის შემოღებას ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში გაერო-ს ეგიდით დროებითი მმართველობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკა მოიცავს გარე მმართველობის შემოღების შესაძლებლობას, რაც გზას გაუხსნის ლეგიტიმურ მოლაპარაკებებს უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება არალეგიტიმურია, ეს კი მათთან შეთანხმებას უშედეგოს ხდის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)