|
2025-03-28 12:21:33, 1647 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის ოლქებზე იერიში მიიტანა - არიან დაშავებულები
27 მარტის საღამოს და 28 მარტს, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 163 უპილოტო საფრენი აპარატით მასიური იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, ჩამოგდებულია 89 დრონი. გარდა ამისა რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად, ლოკაციურად დაკარგულია 51 უპილოტო საფრენი აპარატი. იერიში მიტანილი ხარკოვის, სუმის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ნიკოლაევისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე. ოდესის ოლქის დაბომბვის შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე კერძო სახლსა და ავტოფარეხს. წინასწარი მონაცემებით დაშავებულია ერთი ადამიანი.
თავდასხმის შედეგად, დნეპროპეტროვსკში დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო საწარმო. ბოლო მონაცემებით არავინ დაშავებულა. რეგიონზე იერიშისას ოკუპანტებმა გამოიყენეს როგორ უპილოტო საფრენი აპარატები, ისე სარაკეტო ზალპური ცეცხლის სისტემა გრადი.
პოლტავის ოლქში, უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად 2500 კვადრატული მეტრის ფართობზე ხანძარი გაჩნდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე სასაწყობე შენობა, ადმინისტრაციული შენობა და ერთ-ერთი საწარმოს ტრანსფორმატორი. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 19 სახანძრო მანქანა და 90 მეხანძრე.
მასიური იერიშის მოგერიებაში საჰაერო თავდაცვის ძალებისა და რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების გარდა ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები და მობილური ცეცხლის ჯგუფები. რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)