|
2025-03-27 19:50:19, 1055 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ ხაშურის რკინიგზის მემანქანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზა“ ხაშურის რკინიგზის მემანქანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ზვიად დევაძემ დაასრულა კონკრეტული სამუშაოები და ემზადებოდა ძირითად სამუშაო ადგილას - ბორჯომის რეგიონში დასაბრუნებლად, რა დროსაც იგი შეუძლოდ და დაკარგა გონება. „საქართველოს რკინიგზა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კომპანიის ინფრასტრუქტურის ფილიალის სალიანდაგო სამმართველოს, ბორჯომის რეგიონის, სახელოსნოს დრეზინის მძღოლის - ზვიად დევაძის გარდაცვალების გამო. გაცნობებთ, რომ 27 მარტს აღნიშნული პირი თანაშემწესთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, იმყოფებოდა ხაშურის სალიანდაგო სამმართველოს ტერიტორიაზე. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზვიად დევაძემ დაასრულა კონკრეტული სამუშაოები და ემზადებოდა ძირითად სამუშაო ადგილას - ბორჯომის რეგიონში დასაბრუნებლად, რა დროსაც იგი გახდა შეუძლოდ და დაკარგა გონება. საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებმა მოახდინეს მყისიერი რეაგირება, გამოიძახეს სამედიცინო პერსონალი და აცნობეს სამართალდამცავ ორგანოებს. საქართველოს რკინიგზა თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)