11:20 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-27 19:32:02, 810 ნახვა

მსოფლიო
კირ სტარმერი - ახლა რუსეთისგან სანქციების მოხსნის დრო არ არის

ახლა რუსეთისგან სანქციების მოხსნის დრო არ არის, პირიქით, განვიხილეთ როგორ შეგვიძლია სანქციების გაზრდა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პარიზში “მსურველთა კოალიციის” სამიტის შემდეგ განაცხადა.

სტარმერის თქმით, ეს “ძალიან კონსტრუქციული” შეხვედრა იყო, რომელზეც “მსურველთა კოალიციის” ლიდერები შეთანხმდნენ, რომ არსებობს უკრაინის უფრო მეტად მხარდაჭერის საჭიროება, “რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა ყველაზე ძლიერ შესაძლო პოზიციაშია, ახლაც და სამომავლო მოლაპარაკებებშიც”.

“სრული სიცხადე იყო, რომ რუსეთი [მშვიდობის] დაყოვნებას ცდილობს, თამაშებს თამაშობს და ამაზე სრულიად ცხადად უნდა ვისაუბროთ”, - განაცხადა სტარმერმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამიტზე სრული სიცხადე იყო იმაზე, რომ “ახლა სანქციების მოხსნის დრო არ არის”.

“პირიქით, განვიხილეთ როგორ შეგვიძლია სანქციების გაზრდა, რათა დავეხმაროთ შეერთებული შტატების ინიციატივას, რათა ქვეყნების ამ ჯგუფის მხრიდან ზეწოლის მეშვეობით რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიყვანოთ”, - განაცხადა სტარმერმა.

მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა უკრაინაში ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის მხარდაჭერის “სამხედრო და ოპერატიული” გეგმები, “იქნება ეს მიწაზე, ჰაერში თუ ზღვაზე”.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics