12:09 - 21 Aug, 2026
|
2025-03-26 18:57:24, 922 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირში აცხადებენ, რომ სანქციების შეცვლის ან გაუქმების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინიდან უპირობო გასვლაა
სანქციების შეცვლის ან გაუქმების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინიდან უპირობო გასვლა იქნება. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა. მის სიტყვებს გამოცემა Reuters-სი ციტირებს. “უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო აგრესიის დასრულება და რუსეთის ყველანაირი სამხედრო ძალის უპირობოდ გასვლა უკრაინის მთლიანი ტერიტორიიდან იქნება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სანქციების შესაცვლელად ან გასაუქმებლად… რუსეთმა ახლა მისი უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიული ომის დასასრულებლად გულწრფელი პოლიტიკური ნება უნდა აჩვენოს. გამოცდილება აჩვენებს, რომ რუსეთი მისი ქმედებებით უნდა განვსაჯოთ, არა მისი სიტყვებით”, - განაცხადა ჰიპერმა.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)