|
2025-03-26 16:04:16, 1469 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვის მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთი უკრაინის საკითხის 2026 წლამდე დასრულებას გეგმავს
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) დირექტორის მოადგილის, ვადიმ სკიბიცკის თქმით, რუსეთი გეგმავს, რომ "უკრაინის საკითხი" 2026 წლამდე დაასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-სა და ჩინეთს ვერ წამოეწევიან. სკიბიცკის თქმით, რუსეთს პროგნოზირებული აქვს 15 შესაძლო კონფლიქტის სცენარი, რომელიც შეიძლება 2045 წლამდე მოხდეს. აქედან ექვსი ჩრდილოეთ ევროპას უკავშირდება. "ჩრდილოეთ ევროპას ესმის, ესმით ბალტიის ქვეყნებს. ესმის პოლონეთს. მხოლოდ პოლონეთზე შესაძლო სამხედრო კონფლიქტის ოთხი სცენარია. პოლონეთს ახლა ესმის, რომ ეს უშუალო საფრთხეა." - თქვა სკიბიცკიმ. სკიბიცკის თქმით, რუსეთს უკრაინაში ომის დასრულება 2026 წლამდე სურს, რათა მომავალში ჩინეთთან და აშშ-სთან გათანაბრება შეძლოს. "ამ დოკუმენტებში რუსეთის ფედერაციამ ხაზგასმით განსაზღვრა - უკრაინული საკითხი 2026 წლისთვის უნდა დასრულდეს, რადგან თუ ომი კიდევ 5-10 წელი გაგრძელდება, რუსეთის ფედერაცია ვერასდროს შეძლებს დაეწიოს და დადგეს იგივე საფეხურზე, როგორზეცაა აშშ და ჩინეთი." - თქვა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსანმა. სკიბიცკის თქმით, უკრაინის როლი მნიშვნელოვანია ახალი ევროპული უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)