12:09 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-26 11:54:39, 714 ნახვა

მსოფლიო
კრემლი აშშ-სთან შეთანხმებული იმ ობიექტების სიას აქვეყნებს, რომლებზეც თავდასხმა არ უნდა მოხდეს

კრემლმა გამოაქვეყნა აშშ-სთან შეთანხმებული რუსეთისა და უკრაინის იმ ობიექტების სია, რომლებზეც თავდასხმა არ უნდა მოხდეს.

კრემლის რწმუნებით, სიაში ჩამოთვლილი ობიექტები "ექვემდებარება ენერგოსისტემაზე თავდასხმების დროებით მორატორიუმს", რომელიც ორივე მხარემ უნდა დაიცვას.

სიაში მოყვანილი ობიექტების ჩამონათვალში შედის:

  1. ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები;
  2. ნავთობისა და გაზის მილსადენები და საცავები, მათ შორის სატუმბი სადგურები;
  3. ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ელექტროსადგურები, ქვესადგურები, ტრანსფორმატორები და გამანაწილებლები;
  4. ატომური ელექტროსადგურები;
  5. ჰიდროელექტროსადგურების კაშხლები.

კრემლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "დროებითი მორატორიუმი 2025 წლის 18 მარტიდან შედის და 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს", ხოლო ორმხრივი შეთანხების შემთხვევაში შესაძლოა გახანგრძლივდეს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "ერთ-ერთი მხარის მიერ მორატორიუმის დარღვევის შემთხვევაში, მეორე მხარეს უფლება აქვს, თავი თავისუფლად ჩაითვალოს ვალდებულებების შესრულებისგან".

 18 მარტს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც საათნახევარი გაგრძელდა. დონალდ ტრამპმა ლაპარაკის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ლიდერებს შორის საუბარი "ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო". 

კრემლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დონალდ ტრამპი გამოვიდა წინადადებით, რომ კონფლიქტის მხარეებმა 30 დღით ორმხრივად შეიკავონ თავი ენერგო ინფრასტრუქტურაზე იერიშებისგან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics