|
2025-03-26 10:28:40, 4474 ნახვა
საზოგადოება
რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის ორი ჟურნალისტი უცხოეთის აგენტების სიაში შეიყვანა
გამოცემა The Moscow Times-ის ინფორმაციით, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 21 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის ადგილობრივი მედიების ორი ჟურნალისტი "უცხოეთის აგენტების" სიაში შეიყვანა. აფხაზურ გაზეთ Нужная Газета მთავარ რედაქტორს, იზიდა ჭანიასა და ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო "აიაშარას" მთავარ რედაქტორს, ნიზფა არშბას, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის შესახებ "ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში" დასდეს ბრალი. მანამდე, მარტის დასაწყისში, რუსეთმა ასევე "უცხოეთის აგენტად" გამოაცხადა გამოცემა Чегемская правда-ს და დამფუძნებელი ინალ ხაშიგი, რომელიც სიაში პირველი აფხაზი ჟურნალისტი იყო. 2024 წლის ნოემბერში ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები დაიწყო, მომიტინგეები რუსეთთან გასაფორმებელი საინვესტიციო კანონსა და მისი შინაარსს აპროტესტებდნენ. 15 ნოემბერს, სოხუმში მომიტინგეები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი. დე ფაქტო ოპოზიციამ ე.წ. სახელმწიფო შენობათა კომპლექსი დაიკავა. აქციის მონაწილეები ბჟანიას გადადგომას ითხოვდნენ. 19 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია გადადგა. მოგვიანებით ჩაინიშნა ვადამდელი არჩევნები. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, დიმიტრი მარშანის თქმით, 1-ელ მარტს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბადრა გუნბამ ხმების 54.73% მიიღო, ხოლო ადგურ არძინბამ ხმების 41.54% დააგროვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)