12:52 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-25 09:15:03, 865 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ამერიკელი სენატორები ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, გაყინული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ

“რესპუბლიკელი” და “დემოკრატი” ამერიკელი სენატორების ჯგუფი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას წერილს უგზავნის და მოუწოდებს, გაყინული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„როგორ უყურებს ადმინისტრაცია მის ხელთ არსებული ყველა ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებას რუსეთზე ზეწოლის გაზრდისთვის ომის დასრულების მიზნით? კერძოდ, თვლის თუ არა ადმინისტრაცია, რომ აშშ-სა და ევროკავშირში დაკავებული აქტივები უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბერკეტი რუსეთთან მოლაპარაკებებში ომის დასასრულებლად? თუ ასეა, როგორ?“- აცხადებენ სენატორები სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ წერილში, რომლის შინაარსიც Reuters-სთვის ცნობილი გახდა.

გამოცემის ცნობით, წერილში სენატორები სვამენ კითხვას, აპირებს თუ არა აშშ-ის ადმინისტრაცია შეიმუშაოს სტრატეგია, რათა წაახალისოს ევროკავშირი, „დიდი შვიდეული“ და სხვა მოკავშირეები, გამოიყენონ სუვერენული რუსული აქტივები. სენატორები ასევე კითხულობენ, დაუჭერს თუ არა ადმინისტრაცია უკრაინას მხარს თავდაცვის აღჭურვილობის შესაძენად აშშ-ის კონტროლის ქვეშ არსებული რუსული სუვერენული აქტივების გამოყენებით.

წერილს ხელს აწერენ ტოდ იანგი და ლინდსი გრეჰემი „რესპუბლიკური პარტიიდან“ და რიჩარდ ბლუმენტალი და ტიმ კეინი „დემოკრატიული პარტიიდან“.

Reuters-ი წერს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროიდან შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა 300-350 მილიარდი დოლარის ღირებულების სუვერენული რუსული აქტივები დაბლოკეს. წყაროების თქმით, აქედან აშშ-ის ფინანსურ ინსტიტუტებში მხოლოდ, დაახლოებით, 7 მილიარდი დოლარი ინახება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics