|
2025-03-24 15:46:19, 920 ნახვა
სამართალი
გიორგი ჩიკვაიძე - მოვუწოდებ პენიტენციურ დაწესებულებას, ყოველ მიზეზგარეშე უზრუნველყონ ჩემი სასამართლო პროცესზე დასწრება დარბაზში
მოვუწოდებ პენიტენციურ დაწესებულებას, ყოველ მიზეზგარეშე უზრუნველყონ ჩემი სასამართლო პროცესზე დასწრება დარბაზში, ეს იქნება ეტლით, საკაცით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით. მეცამეტე დღეა ვარ სრულ შიმშილზე. მარცხენა ფეხში გრძნობა დაკარგული მაქვს და ვერ გადავადგილდები. მარცხენა თვალში დაკარგული მაქვს მხედველობის უნარი, რაც ყოველდღე უარესდება, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი გიორგი ჩიკვაიძე წერს. როგორც ჩიკვაიძე წერილში წერს, მისი ბრალდების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 25 მარტს გაიმართება. „დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გამომიცხადა სოლიდარობა, მე და ჩემს ოჯახს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა ძალა აქვს თითოეულ თქვენს სიტყვას და განცხადებას, რომელსაც ვისმენ. ხვალ გაიმართება მორიგი უსამართლობის საცირკო წარმოდგენა იგივე "სასამართლო". მოვუწოდებ პენიტენციურ დაწესებულებას ყოველ მიზეზ გარეშე უზრუნველყონ ჩემი სასამართლო პროცესზე დასწრება დარბაზში, ეს იქნება ეტლით, საკაცით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით. რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას მეცამეტე დღეა ვარ სრულ შიმშილზე. მდგომარეობას მირთულებს ის რაც მოხდა 13 მარტის საბედისწერო ღამეს, რისი ნაწილიც მახსოვს ხოლო ბოლო ეპიზოდი აღარ. ამაზე დღეს მეტ დეტალს ვერ ვიტყვი. შედეგი არის ის, რომ მარცხენა ფეხში გრძნობა დაკარგული მაქვს და ვერ გადავადგილდები. მარცხენა თვალში დაკარგული მაქვს მხედველობის უნარი, რაც ყოველდღე უარესდება“, - წერს გიორგი ჩიკვაიძე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)