|
2025-03-24 11:28:21, 439 ნახვა
მსოფლიო
ისრაელმა ღაზაში, საავადმყოფოზე იერიშის შედეგად ჰამასის მაღალჩინოსანი მოკლა
24 მარტს, ღაზის სექტორში, ხან იუნისში საავადმყოფოზე მიტანილმა ისრაელის საჰაერო იერიშმა ჰამასის პოლიტიკური ბიუროს მაღალი რანგის წევრი მოკლა. ისრაელის განცხადებით, სამიზნედ ისმაილ ბარჰუმი ამოიღეს. ისრაელმა ის "ჰამასის ერთ-ერთ მთავარ ტერორისტად" მოიხსენია, ხოლო პალესტინურმა დაჯგუფებამ დაადასტურა მისი გარდაცვალება და განაცხადა, რომ ის საავადმყოფოში წინა იერიშის შედეგად მიღებული ჭრილობების გამო მკურნალობას გადიოდა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის მტკიცებით, ბოლო პერიოდში ისმაილ ბარჰუმი ჰამასის "პრემიერმინისტრის" როლს ასრულებდა. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, მშვიდობიანი მოქალაქეების დაზიანების რისკის შესამცირებლად, თავდასხმა "ხანგრძლივი სადაზვერვო პროცესის" შემდეგ განხორციელდა და "მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა" იყო გამოყენებული.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)