|
2025-03-23 16:42:03, 2604 ნახვა
კომენტარი
ანდრეი სიბიგა - რუსეთის ტერორი ეწინააღმდეგება მის განცხადებებს მშვიდობის შესახებ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსეთის მიერ ბოლოდ დროს განხორციელებულ თავდასხმებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ძირს უთხრის აშშ-სა და სხვა ქვეყნების სამშვიდობო ძალისხმევას. „რუსეთმა წუხელ კიევზე დრონებით მასიური თავდასხმა განახორციელა, სამიზნე იყო საცხოვრებელი ადგილები და სახლებში მძინარე მშვიდობიანი მოსახლეობა. დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის მამა და მისი ხუთი წლის ქალიშვილი, რვა კი დაშავდა. ეს მოხდა კროპივნიცკის, ზაპოროჟიეს, ოდესასა და სხვა ქალაქებში ბოლო დღეებში განხორციელებული მსგავსი თავდასხმების შემდეგ. რუსეთის სისტემატური და მიზანმიმართული ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ეწინააღმდეგება მის განცხადებებს მშვიდობის შესახებ და ძირს უთხრის აშშ-სა და სხვა პარტნიორების სამშვიდობო ძალისხმევას“, - წერს სიბიგა. მისი თქმით, უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის დამატებითი შესაძლებლობები, რათა დაიცვას თავისი ხალხი რუსული ტერორისგან და აგრესორზე გაზრდილი ზეწოლა ომის დასასრულებლად.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)