|
2025-03-20 19:24:47, 1092 ნახვა
საზოგადოება
ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 91-ე ადგილზეა
ბედნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს 20 მარტს, საკონსულტაციო კომპანია Gallup-ის, ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრის და გაეროს მდგრადი განვითარების სარედაქციო საბჭოს თანამშრომლობით მომზადებული მსოფლიო ბედნიერების ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც 2024 წლის შედეგებს მოიცავს. რეიტინგი ეფუძნება ცხოვრების ბოლო სამი წლის ხარისხის საშუალო მაჩვენებელს და ფასდება ისეთი კომპონენტებით, როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტი, ჯანსაღი ცხოვრება, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთების თავისუფლება, კორუფციისგან თავისუფლება, საიმედო ადამიანის არსებობა და ა.შ. ყველაზე ბედნიერი ქვეყანა კვლავ ფინეთია. ათეული კი შემდეგია.
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ბედნიერი როგორც აღმოჩნდა რუსეთია. ოკუპანტი ქვეყანა 66-ე ადგილზე იმყოფება 2023 წელთან შედარებით 6 ადგილით დაწინაურდა. 87-ე ადგილზეა სომხეთი (2023 წელს 82), 91-ე საქართველო (2023 წელსაც 91), 94-ე ადგილს თურქეთი იკავებს(2023 წელს 98). ირანი 99-ე ადგილზეა (2023 წელს 100), აზერბაიჯანი 106-ე (2023 წელს 101), ხოლო უკრაინა 111-ე (2023 წელს 105).
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)