|
2025-03-18 13:17:16, 713 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ახობაძის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის პროცესი მიმდინარეობს. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა. პროცესს ბრალდებული ექიმიც ესწრება, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობს. საქმეს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია განიხილავს. როგორც სასამართლო სხდომაზე პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა განაცხადა, გიორგი ახობაძე ბრალდებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში, კერძოდ კი, საუბარია ნარკოტიკულ საშუალებაზე alpha-PVP. პროკურატურა ექიმის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. ბრალდების მხარეს ამ პოზიციას არ იზიარებს დაცვის მხარე. როგორც სხდომაზე ადვოკატებმა განაცხადეს, გიორგი ახობაძეს არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია, ხოლო ნარკოტიკი, რომლის შეძენა-შენახვასაც მას ედავებიან, ჩაუდეს. ადვოკატების თქმით, გიორგი ახობაძე არის უკანონო პატიმარი და ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ახობაძის დანაშაულზე მიუთითებს. რაც შეეხება ჩხრეკის ოქმს, ადვოკატების თქმით, ოქმი გაყალბებულია, შესაბამისად, ის არის დაუშვებელი მტკიცებულება და ამაში სასამართლოც დარწმუნდება. ადვოკატების განმარტებითვე, ბრალდების მხარის ერთადერთი მტკიცებულება დნმ-ია, რაც მყარი მტკიცებულება არ არის, რადგანაც, მათივე ინფორმაციით, გიორგი ახობაძის ნიმუშების დატანა ხელოვნურად მოხდა. ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)