|
2025-03-16 12:51:15, 1228 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვის ოლქს შეუტია - არიან დაღუპულები
რუსეთი უკრაინის მიმართულებით შეტევებს განაგრძობს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვის ოლქს შეუტია. დარტყმა საცხოვრებელ სექტორზე განხორციელდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა, მათ შორის ორი მოზარდი. პარალელურად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სულ 31 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათგან 16 დრონი ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე განადგურდა, ცხრა – ბელგოროდის ოლქში, ხუთი – როსტოვის ოლქში და ერთი – კურსკის ოლქში. ბელგოროდში განხორციელებული თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორიც ავრცელებს. მისი ცნობით, დაშავებულია ორი ადამიანი, ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. კვლავ მძიმე ვითარებაა კურსკის ოლქში, სადაც ქალაქ სუჯის დაბომბვის დროს სამი ადამიანი დაშავდა. კურსკის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიდან სულ ევაკუირებულია 301 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი. რუსული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ სუჯიდან გამოყვანილია 119 ადამიანი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)