14:22 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-16 08:47:05, 657 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - რუსეთი არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გულწრფელად სურს მშვიდობა

რუსეთი არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გულწრფელად სურს მშვიდობა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ჩატარებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„რუსეთი არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გულწრფელად სურს მშვიდობა. ის არ პასუხობს შეერთებული შტატებისა და უკრაინის წინადადებებს. საბრძოლო ქმედებებს აძლიერებს. პრეზიდენტ პუტინს ყველაფრის მოპოვება სურს და მერე მოლაპარაკებების წარმოება.

ჩვენი ძალის მეშვეობით მშვიდობის სტრატეგია ახლა საფრთხის ქვეშაა. მშვიდობა თუ გვსურს, რუსეთმა მკაფიოდ უნდა გვიპასუხოს და ზეწოლა ცხადი უნდა იყოს, შეერთებულ შტატებთან ერთად, რათა ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიოთ“, - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის “პრეზიდენტ ტრამპთან მშვიდობის ინიციატივის აღების სიმამაცისთვის” და “ერთთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შემოთავაზებისთვის”.

„მყარი მშვიდობისთვის უკრაინას წინააღმდეგობის გაწევაში უნდა დავეხმაროთ, რათა ხვალ ჰყავდეს ძლიერი არმია, რომელიც ქვეყანას დაიცავს და მზად უნდა ვიყოთ ამ მშვიდობის გარანტია უზრუნველვყოთ,” - განაცხადა მაკრონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics