13:15 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 19:37:19, 673 ნახვა

მსოფლიო
ალიევი - სომხეთის მიმართ ნდობის დონე ნულთან ახლოსაა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთის მიმართ ნდობის დონე ნულთან ახლოსაა. მისი თქმით, მათ არა სიტყვები, არამედ დოკუმენტები სჭირდებათ. ამის შესახებ ალიევმა ბაქოს გლობალურ ფორუმზე გამოსვლისას ისაუბრა.

ალიევის თქმით, ბაქოს ნდობა არ აქვს, მათ შორის, არც სომხეთის ამ ამჟამინდელი მთავრობის მიმართ.

"სომხეთის მიმართ ნდობის დონე ნულთან ახლოსაა. შესაბამისად, ჩვენ მათ სიტყვებს არ ვენდობით, რადგან ისინი არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია ვენდოთ, მათ შორის, ამჟამინდელი მთავრობა. კიდევ ერთხელ, მათ სიტყვებს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს.

ჩვენ გვჭირდება დოკუმენტები, გვჭირდება ქაღალდები. ჩვენ გვჭირდება, რომ მათ კონსტიტუციას არ ჰქონდეს რაიმე ტერიტორიული პრეტენზია აზერბაიჯანთან. ეს კი კვლავ არსებობს. ჩვენ გვჭირდება, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფი დაიშალოს. ეს არის ჩვენი გზავნილი სომხეთის მიმართ და ჩვენ ვაცხადებთ, რომ მინსკის ჯგუფის შენარჩუნებაში ლოგიკა არ არსებობს. ის შეიქმნა ყარაბაღის საკითხის გადასაჭრელად. დღეს კი ეს საკითხი მოგვარებულია. სომხეთი ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს. რატომ არ შემოგვიერთდით ერთობლივ განცხადებაში ეუთოში მინსკის ჯგუფის დაშლის შესახებ? მათ ეს არ სურთ". - თქვა ალიევმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics