|
2025-03-14 13:09:10, 649 ნახვა
საზოგადოება
სუსი - საქართველომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მსოფლიოში „ტერორიზმის ინდექსის დონის“ შესახებ ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული „გლობალური ტერორიზმის ინდექსით“ საქართველომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა და წარმატებით ინარჩუნებს ტერორიზმის ნულოვანი გავლენის მაჩვენებელს. „ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი“ ყოველწლიური ანგარიში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი 2025“ გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ტერორიზმის გავლენის ყოვლისმომცველ ანალიტიკურ დოკუმენტს წარმოადგენს. ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ იმ ქვეყნების რიგშია, სადაც ტერორიზმის ნულოვანი გავლენა ფიქსირდება. ქვეყანა უნგრეთთან, ხორვატიასთან, სლოვენიასთან, რუმინეთსა და ათობით სხვა სახელმწიფოსთან ერთად ბოლო ადგილს იკავებს, რაც ნიშნავს, რომ 2024 წელს საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია და ქვეყანა უსაფრთხო გარემოს ინარჩუნებს. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო წინ უსწრებს დიდი შვიდეულის, ევროკავშირისა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, იაპონიას, გერმანიას, საფრანგეთს, გაერთიანებულ სამეფოს, იტალიას, ლატვიას, ლიეტუვას, ბელგიას, ნიდერლანდებს, შვედეთს და ა.შ. ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული „გლობალური ტერორიზმის ინდექსით“ საქართველომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. ამ პერიოდში საქართველომ საერთო მაჩვენებელი 1.933 ქულით გაიუმჯობესა და ანგარიშით გათვალისწინებულ პოზიციებს შორის უმაღლესი ადგილი დაიკავა. ქვეყანა ბოლო წლებში წარმატებით ინარჩუნებს ტერორიზმის ნულოვანი გავლენის მაჩვენებელს“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში. ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა (IEP) გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოში „ტერორიზმის ინდექსის დონის“ შესახებ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სარეიტინგო პოზიცია ექვსი ადგილით გაუმჯობესდა და ნულოვანი დონით, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, ბოლო ადგილზეა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)