|
2025-03-14 12:29:28, 768 ნახვა
საზოგადოება
თეატრალურის რექტორმა სტატუსის შეწყვეტის გადაწყვეტილება გააუქმა – სტუდენტური მოძრაობა
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა სოციალურ ქსელში რექტორის, გიორგი შალუტაშვილის განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, რექტორი პროსტესტში მონაწილე სტუდენტებისთვის სტუდენტური სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილებას აუქმებს. "გაცნობებთ, რომ რექტორმა გააუქმა ერთიკის კომისიის 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე და მის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - წერილობითი გაფრთხილების თაობაზე". - წერია ბრძანებაში. 13 მარტს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაადასტუა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა სტუდენტებს შეჩერებული სტატუსი აღუდგინა. ცნობისთვის, 9 მარტს, თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შენობის დეზინფექციის მიზნით შენობის დატოვება მოსთხოვა. სტუდენტები შენობის დატოვების წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა, გამოთქვეს მზადყოფნა, დეზინფექციის სამუშაოებისთვის ხელი არ შეეშალათ და დროებით შენობის სხვა სივრცეში გადასულიყვნენ. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციამ მათ უარი უთხრა შენობის სხვა სათანადო ნაწილის დათმობაზე და სამართალდამცავები გამოიძახა. პოლიციამ შენობაში მყოფი 9 სტუდენტი 5000-5000 ლარით დააჯარიმა. სტუდენტებმა 83 დღიანი პროტესტის შემდეგ, უნივერსიტეტის შენობა დატოვეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)