|
2025-03-11 14:00:48, 616 ნახვა
სამართალი
ირაკლი პაპიაშვილის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა პირადი ნივთები და 5 ათასი დოლარი ამოიღეს
დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში ბრალდებული ბიზნესმენის ირაკლი პაპიაშვილის კუთვნილი ავტომანქანიდან, ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა პირადი ნივთების გარდა 5 ათასი დოლარი ამოიღეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ, პაპიაშვილის პირადი ავტომანქანა მას შემდეგ გაჩხრიკეს, რაც მას სასამართლოს ერთ-ერთ ოთახში პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა. ჩხრეკას ადვოკატი და თავად ბრალდებული ესწრებოდნენ. რაც შეეხება ამოღებულ თანხას, თავად ბრალდებული ამბობს, რომ ეს ადვოკატისთვის გადასაცემი ჰონორარი იყო და ვინაიდან დაკავებას ელოდებოდა, თანხა მანქანაში ადვოკატისთვის მისაცემად ჰქონდა შენახული. როგორც ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი აცხადებს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება ბრალდებულებების მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის უკანონო კვეთის შესაძლო მცდელობაზე. მისი თქმით, სწორედ ამ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ტარდება ჩხრეკაც.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)