|
2025-03-11 10:09:45, 752 ნახვა
საზოგადოება
მიმდინარე წლის თებერვალში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 274 სამართალდარღვევა გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2025 წლის 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 274 ფაქტი გამოავლინეს. ყველაზე მეტი, 159 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 46 - ბათუმში, 41 - რუსთავში, 28 კი, ქუთაისში. 274 სამართალდარღვევიდან 222 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი; 52 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს. აღსანიშნავია ისიც, რომ 172 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 90 - მიკროავტობუსის, 12 კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლების/მფლობელების მიერააა ჩადენილი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის პირველ ორ თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 685 სამართალდარღვევა გამოავლინეს. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულება დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. შესაბამისად, არაერთი მიზნობრივი ღონისძიება ხორციელდება. ქვეყნის 4 მსხვილ ქალაქში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი მიმდინარეობს. პარალელურად, დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხსაც რეგულარულად აკონტროლებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. გარდა ამისა, საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციის მიზნით, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 35 უმსხვილეს საწარმოს სისტემა უკვე დანერგილი აქვს. კომპლექსური ღონისძიებები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანას უწყობს ხელს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)