|
2025-03-09 14:29:34, 890 ნახვა
სამართალი
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები პოლიციამ 5000-5000 ლარით დააჯარიმა. სამართალდამცველები სასწავლებელთან უკვე მეორედ, მოულოდნელად გამოჩნდნენ. მიზეზი ახალი რეპრესიული კანონია, რომლის თანახმადაც შენობაში აქციის გამართვა იკრძალება. რეჟიმი უნივერსიტეტების პროტესტის მონაწილე სტუდენტებისგან დაცლას მოტყუებით ცდილობს. თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც უწყვეტი პროტესტის მონაწილე ახალგაზრდები ორ თვეზე მეტია ღამეებს ათენებენ, დღეს ტერიტორიის შესაწამლად ისე შევიდნენ, რომ არავინ გაუფრთხილებიათ. ევროპული მომავლის მცველ ახალგაზრდებს უთხრეს, რომ სადეზინფექციო სამუშაოები უნდა ჩაეტარებინათ და შენობა დაეცალათ. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებმა შენობის დატოვებაზე უარი თქვეს, ადმინისტრაციამ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ვიტარებაში გარკვევის შემდეგ პოლიციამ გაფიცულებს გაფრთხილება მისცა და ტერიტორია დატოვა, თუმცა მალევე ადგილზე სამართალდამცველები ისევ გამოჩნდნენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)