19:58 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-08 11:11:34, 849 ნახვა

პოლიტიკა
საბა ბუაძე - ლაზერით განათდება ყველა იმ ადამიანის სახელი, რომელიც საქართველოს მომავლის დასამარებაში მონაწილეობს

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე, მისივე თანაპარტიელების დაკავების ფაქტს სამარცხვინო და უღირს საქციელად აფასებს. 

ამ ლაზერით აუცილებლად განათდება ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც საქართველოს მომავლის დასამარებაში მონაწილეობს და თუნდაც თავისი ამ პატარა სამარცხვინო ნაბიჯით ცდილობს, რეჟიმს ასიამოვნოს და წაიღოს ის ლაზერი, რომელიც ამ პროტესტის 100 დღეს განასახიერებს, პროტესტის მედეგობას და მდგრადობას განასახიერებს. პროტესტი და სახალხო წინააღმდეგობა არის ის, რაც დაამთავრებს სამარცხვინო, უღირსს და კომიკური სახის მქონე რეჟიმს". - განაცხადა საბა ბუაძემ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 7 მარტს, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და პოლიტიკური გაერთიანების წევრები, ჯუბა ლოლაძე, ოთო ფარულავა და ბექა ბერიძიშვილი დააკავეს და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გაათავისუფლეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განმარტებით, ისინი ქუჩიდან ლაზერის გამო აიყვანეს, რომელსაც პარლამენტის შენობაზე ანათებდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics