|
2025-03-06 11:38:32, 682 ნახვა
სამართალი
„კრაბ კოფის“ თანამშრომლებთან დაპირისპირებისთვის მამაკაცი დააკავეს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კრაბ კოფის“ თანამშრომლებზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე მამაკაცი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. „კრაბ კოფის“ ერთ-ერთი მეპატრონის, ქრისტი პირველის ცნობით, მაღაზიის დამფუძნებლებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს ყავით უმასპინძლდებოდნენ, თავს დაესხნენ. „მეგობრებო, სამწუხაროდ დღეს "კრაბ კოფი" არ იქნება. მე და ბარბის თავს დაგვესხნენ უბანში, გამოკითხვაზე ვართ ახლა. ბარბის ცხვირი აქვს გატეხილი, მე შედარებით კარგად ვარ,“ - წერს ქრისტი პირველი ჯგუფ „დაიტოვეში“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტი დაიწყო მაღაზიაში მყოფ პირსა და „კრაბ კოფის“ თანამშრომლებს შორის, რაც შემდგომში გარეთ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. სამართალდამცველები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას განაგრძობენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)