06:34 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-01 11:47:48, 2404 ნახვა

რეგიონი
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები გურიაში საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას

გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის ექვს ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებული, შემოსულ შეტყობინებებზე ოპერატიულად ახდენენ რეაგირებას და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა პოლიციელებთან ერთად კიდევ რამდენიმე ოჯახი, მათ შორის ხანდაზმულები და მცირეწლოვნები უსაფრთხო გარემოში გადაიყვანეს.

ასევე, აქტიურ რეჟიმში გრძელდება მოსახლეობის საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭირო პროდუქტებით მომარაგება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics