05:37 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-28 15:40:52, 507 ნახვა

პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკი - როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ჩვენ ამჟამად უმდაბლეს ნიშნულზე ვიმყოფებით

ვისურვებდი, შემექო საქართველოს ხელისუფლება რეფორმებისთვის, ვისურვებდი, მესაუბრა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დადებითზე, მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ჩვენ ამჟამად უმდაბლეს ნიშნულზე ვიმყოფებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის მოვალეობაა, ევროკავშირის პოზიციის წარმოდგენა. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან და ამას გავაგრძელებ მომავალშიც. ვისურვებდი, შემექო ხელისუფლება რეფორმებისთვის, ვისურვებდი, მესაუბრა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დადებითზე, მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ჩვენ ამჟამად უმდაბლეს ნიშნულზე ვიმყოფებით. აღარ არის მაღალი დონის ვიზიტები, შევაჩერეთ მთავრობის ფინანსური დახმარება, შემოვიღეთ სავიზო შეზღუდვები დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და ვამისამართებთ ჩვენს მხარდაჭერას მთავრობიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერისკენ, რომელსაც მზარდად რთულ პირობებში უწევთ მუშაობა“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, მისი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლია, საზოგადოებას გააცნოს, რა მდგომარეობაშია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა.

„ვისურვებდი, სხვა ადგილას ვყოფილიყავით, თუმცა ყველამ იცის, რომ სიტუაცია უკიდურესად რთულია“, - აღნიშნა ელჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics