07:24 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 10:24:01, 400 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ქარსელაძე - ინტენსიურმა თოვამ მნიშვნელოვანი პრობლემები და გამოწვევები შექმნა

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები როგორც საერთაშორისო, ასევე შიდასახელმწიფოებრივ გზებზე, შესაბამისი ტექნიკა არის მობილიზებული უკვე სოფლებამდე მისასვლელ გზებზე, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჭირო ტექნიკა, ისევე, როგორც ადამიანური რესურსი, ადგილზეა.

„ყველა შესაბამისი სამინისტრო და სამსახური ჩართულია. კოორდინირებულად მიმდინარეობს სამუშაოები კონკრეტული გეგმის შესაბამისად. ვფიქრობთ, რომ კავშირის დამყარება მოხდება იმ მდებარეობებთან, სადაც ამ წუთში არ არის კავშირი. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზები ამ მომენტისთვის გაწმენდილია და გაგრძელდება სამუშაოები. ინტენსიურმა თოვამ მნიშვნელოვანი პრობლემები და გამოწვევები შექმნა, თუმცა შესაბამისი პასუხი როგორც მობილიზაციის, ასევე შესაბამისი სამუშაოებისა და ღონისძიებების თვალსაზრისით გათვალისწინებულია“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics