|
2025-02-25 12:14:44, 486 ნახვა
საზოგადოება
დიდთოვლობის გამო მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი გაუქმდა
უამინდობის გამო, მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი გაუქმდა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. “ძვირფასო მგზავრებო! საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ უამინდობის გამო, უქმდება საგარეუბნო მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ: 25 თებერვალი - №6418 ხაშური-ზესტაფონი ; 25 თებერვალი - № 6445 ზესტაფონი -ხაშური; 26 თებერვალი - №682/681 ქუთაისი-ბათუმი; 26 თებერვალი - №684/683 ქუთაისი-ბათუმი; 26 თებერვალი - №613/614 ბათუმი-ოზურგეთი; 26 თებერვალი - № 6418/6417 ხაშური-ზესტაფონი; 26 თებერვალი - № 6446/6445 ხაშური-ზესტაფონი; საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო”, -აღნიშნულია განცხადებაში. ინფორმაციისთვის, ინტენსიურმა თოვამ დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ინფორმაციით, სოფლები მოწყვეტილია გარე სამყაროს და მოსახლეობას დახმარება სჭირდება. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს. ბათუმში უამინდობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას დროებით აჩერებს. ასევე, ნალექმა ხეები დააზიანა, რომლებიც ავტომობილებს დაეცა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)