|
2025-02-25 09:24:05, 1650 ნახვა
რეგიონი
დიდთოვლობას გურიაში მსხვერპლი მოჰყვა
შუახნის მამაკაცი დაიღუპა გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში. არსებული ინფორმაციით, ის მეზობელს ეხმარებოდა სახლის დათოვლილი სახურავის გაწმენდაში და ნგრევას ემსხვერპლა. სახელმწიფო რწმუნებლმა გურიის რეგიონში გიორგი ურუშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უბედური შემთხვევის დეტალებს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საცხოვრებელი სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდისას დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი. გზებზე დიდთოვლობის გამო გართულებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გადაადგილება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკათში დიდთოვლობის შედეგად სახურავი ჩაენგრა სახლს, რომელიც ხანდაზმული მამაკაცს ეკუთვნის. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, დაზუსტებული ინფორმაცია მას შემდეგ ექნებათ, რაც დილით სპეცტექნიკა გზის გასაწმენდად წავა და მას სამაშველო ჯგუფი გაჰყვება. კოკათი გურიის რეგიონის იმ სოფლებს შორისაა, რომლებიც ხუთდღიანი თოვის შედეგად გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)