08:56 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-24 15:25:49, 452 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მგალობლიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის მთავრობის საქმიანობა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სხდომის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა აფხაზეთის მთავრობის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხები განიხილეს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მთავრობის საქმიანობა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და დროებით დევნილი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი, ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სამინისტროდ გარდაქმნასთან დაკავშირებით, რაც უწყების ეფექტიანობის მდგრადობას და მოქალაქეთა სრულყოფილ მომსახურებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ცვლილებების თანახმად, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს სტატუსი შეეცვალა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროდ ჩამოყალიბდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics