22:40 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-23 00:39:11, 500 ნახვა

მსოფლიო
88 წლის პონტიფიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

რომის პაპის ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. -ამის შესახებ ვატიკანის კანცელარია იტყობინება.

"წმიდა მამის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. მას საფრთხისთვის თავი არ დაუღწევია". - წერია განცხადებაში.

ვატიკანის ცნობით, პაპმა გადაიტანა "ასთმის მსგავსი განგრძობადი რესპირატორული კრიზისი".

პაპი გონზეა, დღე სავარძელში გაატარა, თუმცა თავს სუსტად გრძნობს. ექიმების პროგნოზი თავშეკავებულია.

სისხლის გადასხმა საჭიროდ ჩათვალეს ანემიასთან დაკავშირებული დაბალი თრომბოციტების დონის გამო, აცხადებენ ვატიკანში.

რომის პაპი ორმაგი პნევმონიით მკურნალობს რომის Agostino Gemelli Hospital-ში, სადაც ის 14 თებერვლიდან იმყოფება. ბრონქიტით დაავადებული პაპი სუნთქვის გაძნელების გამო საავადმყოფოში მოათავსეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics