00:09 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-22 10:57:05, 374 ნახვა

მსოფლიო
პერუში სავაჭრო ცენტრში სახურავი ჩამოინგრა არის მსხვერპლი

პერუს ქალაქ ტრუხილიოში მდებარე Real Plaza-ს სავაჭრო ცენტრში სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 74 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

„ჯერჯერობით სამი გარდაცვლილია, ორი მამაკაცი და ერთი ქალი“, - განაცხადა სახანძრო სამსახურის მეთაურმა, გელქი გომესმა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაშავებულია 74 ადამიანი, აქედან  11 ადამიანი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია.

„საავადმყოფოებში 74 დაშავებული გადავიყვანეთ, მათგან 10 ბავშვია, ხოლო 11 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა“, - განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა, ანიბალ მორილიომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics