|
2025-02-20 17:20:54, 673 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - აშშ-ს შეუძლია, შეთანხმების ნაწილად აქციოს უკრაინის ავტომატური მიღება ნატო-ში რუსეთისგან სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში
კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც შეერთებულ შტატებს შეუძლია, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ნაწილად აქციოს, გულისხმობს უკრაინის ავტომატურ მიღებას ნატო-ში რუსეთის მხრიდან ამ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში. ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი „ენბისი“ ნიუსი წერს. „შეთანხმების ეს პუნქტი მიმართული იქნება უკრაინისა და მისი მოკავშირეების მთავარი შეშფოთების აღმოსაფხვრელად, კერძოდ, იმაზე, რომ რუსეთი ძალებს გადააჯგუფებს და ახალ შეჭრას განახორციელებს უკრაინაში“, – განმარტავენ მაღალჩინოსნები, რომელთა ვინაობასაც „ენბისი“ არ ასახელებს. „ენბისის“ ინფორმაციით, 12 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეტის გამოსვლის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთმა მრჩეველმა ურჩია მას, საჯაროდ არ განეცხადებინა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ იქნება შეთანხმების ნაწილი, თუმცა, ჰეგსეტმა არ გაითვალისწინა ეს რჩევები და გადაუხვია სიტყვის სამუშაო ვერსიას. „შეერთებული შტატები არ მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მოლაპარაკებების გზით დარეგულირების რეალისტური შედეგია“, – განაცხადა მან. ამასთან, ჰეგსეტ გამოსვლის სამუშაო ვერსიაში ეწერა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები „არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ნატო-ში მისი გაწევრიანების გზით“. შემდეგ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი კომენტარები უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების შესახებ კოორდინირებული იყო ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის დანარჩენ წევრებთან. „არც ერთხელ ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს არ ურჩევიათ მინისტრ ჰეგსეტისთვის, თავი აერიდებინა ნატო-ში გაწევრიანების ეჭვქვეშ დაყენებისგან, მინისტრის განცხადებები შეთანხმებული იყო პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის უფროს წევრებთან და მათ მხარი დაუჭირეს მის გზავნილს, წერტილი. გარდა ამისა, პრეზიდენტმა მალევე გაამყარა თავდაცვის მინისტრ ჰეგსეტის განცხადებები ნატო-ში გაწევრიანების შესახებ საკუთარ საჯარო კომენტარებში ოვალურ კაბინეტში“, – ციტირებს „ენბისი“ პენტაგონის პრესმდივანს, ჯონ ელიოტს. „ენბისის“ მასალის თანახმად, კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების მისაცემად აშშ-სთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პირობაა უკრაინაში არსებული იშვიათი ლითონების მარაგების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. სწორედ ეს აგრძნობინა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა კიევში ვიზიტისას. „როდესაც ზელენსკიმ თქვა, რომ მას სჭირდება დრო ამ წინადადების შესასწავლად, ბესენტმა აცნობა მას, რომ აქვს ერთი საათი მის ხელმოსაწერად, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს მომავალი შეხვედრების გაუქმების რისკი“, – იუწყება „ენბისი“. „საუბარია შეხვედრებზე აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, რომლებიც უნდა გამართულიყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში და უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო მოლაპარაკებების სტრატეგიის გაცნობის თვალსაზრისით“, – განმარტავენ სტატიის ავტორები. საბოლოოდ ზელენსკიმ არ მოაწერა ხელი აშშ-სთან შეთანხმებას იშვიათი ლითონების შესახებ. უკრაინული დელეგაციის შეხვედრები ვენსთან და რუბიოსთან მიუნხენში თავდაპირველად გადაიდო, მაგრამ შემდეგ მაინც ჩატარდა.
კალაძე ოპოზიციაზე: თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის
კალაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში სტატუსები, განცხადებები, უნდა დარეგულირდეს
გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
ჩაერთეთ საქართველოს ბანკის განვადების აქციაში და გაინახევრეთ განვადების თანხა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)