03:33 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 16:39:19, 502 ნახვა

მსოფლიო
ბორის ჯონსონი ტრამპს - ომი უკრაინას არ დაუწყია; ზელენსკის რეიტინგი არ არის 4%; ქვეყანა, რომელიც ძალადობრივ შეჭრას განიცდის, არ უნდა გაიმართოს არჩევნები

როდის ვაპირებთ ჩვენ ევროპელები, დონალდ ტრამპის სკანდალირების შეწყვეტას და როდის დავიწყებთ მის დახმარებას ამ ომის დასრულებაში? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი წერს.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ომი უკრაინას არ დაუწყია. 

,,თქვენ ასევე შეიძლება თქვათ, რომ ამერიკა დაესხა თავს იაპონიას, პერლ ჰარბორზე. 

რა თქმა უნდა, ქვეყანაში, რომელიც ძალადობრივ შეჭრას განიცდის, არ უნდა გაიმართოს არჩევნები. 1935 წლიდან 1945 წლამდე დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნები არ ჩატარებულა.

რა თქმა უნდა, ზელენსკის რეიტინგი არ არის 4%. ის რეალურად დაახლოებით იგივეა, რაც ტრამპის. ტრამპის განცხადებები მიზნად ისახავს არა ისტორიულ სიზუსტეს, არამედ ევროპელების შოკში ჩაგდებას.

კერძოდ, აშშ-ს შეუძლია ნახოს 300 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივები - ძირითადად ბელგიაში. ეს არის ნაღდი ფული, რომელიც შეიძლება და უნდა იყოს გამოყენებული უკრაინისთვის და აშშ-ის მხარდაჭერისთვის კომპენსაციისთვის. რატომ აფერხებს ევროპა პუტინის გაყინული ფულის გახსნას?

აშშ თვლის, რომ ბელგია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები ბლოკავენ. ეს აბსურდია. ჩვენ უნდა ვიყოთ სერიოზულები და სწრაფები," - წერს ჯონსონი და დონალდ ტრამპის განცხადებებს, ასევე ამ განცხადებების შეფასებებს ეხმაურება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics