|
2025-02-19 08:47:01, 910 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესას შეუტიეს - 250 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიისა და სითბოს გარეშე დარჩა
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე მასიური შეტევა განახორციელეს, 250 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიისა და სითბოს გარეშე დარჩა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტროენერგიის, წყლისა და სითბოს გარეშე დარჩა, დაზიანდა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები. „ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონზე მტრის მასიური თავდასხმის შედეგად სახლების მნიშვნელოვანი რაოდენობა ელექტროენერგიის, წყლისა და სითბოს გარეშეა. სითბოს გარეშე დარჩა საავადმყოფოები, კლინიკები და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები. ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბანი - 250 ათასზე მეტი მცხოვრები - სითბოს და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“, - განაცხადა ოდესის მერმა, გენადი ტრუხანოვმა. მისი თქმით, თავდასხმის შედეგების აღმოფხვრისა და დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევის მიზნით საგანგებო სიტუაციების სპეციალისტების მუშაობა გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)