|
2025-02-18 10:30:35, 837 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - რასაც დღეს აშშ ლაპარაკობს, ძალიან სიამოვნებს პუტინს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა უკრაინის შესახებ აშშ-ის ოფიციალური პირების ზოგიერთი განცხადება, რომელიც მისი შეფასებით, მიმართულია პუტინის საამებლად. გერმანულ ტელეკომპანია ARD-სთან ინტერვიუში პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, რომელიც უკრაინის მიერ თავისი ტერიტორიების დაბრუნებას არარეალურად მიიჩნევს, დეტალებს უნდა ჩაუღრმავდეს და ამისთვის დრო სჭირდება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისევ გაიმეორა, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიებზე უარს არასდროს იტყვის. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პრობლემა ის არის, რომ რასაც დღეს აშშ ლაპარაკობს, ძალიან სიამოვნებს პუტინს. ზელენსკის შეფასებით, ვაშინგტონი ცდილობს პუტინს ასიამოვნოს, რათა შეხვედრა შედგეს და წარმატებას სწრაფად მიაღწიოს, მაგრამ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა წარმატება ვერ იქნება. უკრაინა უსაფრთხოების ძლიერ და საიმედო გარანტიებს მოითხოვს. იგივეს მოითხოვს ევროპის არაერთი სახელმწიფოც.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)