12:44 - 20 Aug, 2026
|
2025-02-17 19:57:40, 519 ნახვა
საზოგადოება
დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძარია
სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომ დროებით ოკუპირებულ ახალგორში ტყის ხანძარი გაჩნდა. როგორც ქაცარავა აღნიშნავს, გადამწვარია რამდენიმე ჰექტარი ტყე, და თუ ხანძარი მალე არ ჩაქრება, რამდენიმე საათში იგი ოკუპირებულ სოფელ ახალგორს მიაღწევს. ამ წუთებში აქტიური ხანძარი ოკუპირებული სოფელ მსხლები-ს მიმართულებით მიიწევს.
მისივე თქმით, ამ დროს ოკუპანტები არ მოქმედებენ და უბრალოდ ელოდებიან. „კიდიათ რა,“ – აცხადებს დავით ქაცარავა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)